ნიქსი

მინერალური ქვები და კრისტალები არა მხოლოდ მშვენიერი ვიზუალის წყალობითაა მიმზიდველი, არამედ მათი ძლიერი ენერგიისა და შინაარსის გამო. ისინი გვეხმარებიან ჩვენი ენერგიების დაბალანსებაში.

ნიქსი ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც სურთ შეიცნონ საკუთარი თავის სიყვარულის ძალა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ ზრდას. გიყვარდეს საკუთარი თავი, ნიშნავს პრიორიტეტული გახადო შენი ბედნიერება.

ფირუზის ბეჭედი

ჩვენი ისტორია

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში 2 უმნიშვნელოვანესი სამკაული უნდა ატაროს, ერთი – ქორწინების, რომელიც სხვა ადამიანის სიყვარულსა და ერთგულებას შეგვახსენებს და მეორე – საკუთარი თავის სიყვარულის და მასზე ზრუნვის შემახსენებელი.

ამ უსაზღვროდ აჩქარებულ და სიყვარულისგან დაცლილ საუკუნეში მუდმივად გვავიწყდება შევჩერდეთ და მეტი ყურადღება ჩვენს თავს დავუთმოთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ხელნაკეთი სამკაულების კოლექცია, რომელთა ყოველდღიური ტარება საკუთარი თავის სიყვარულის ერთგვარი შემახსენებელია. მისიის საფუძველი ჩვენი რწმენაა, რომ მინერალური ქვები არის ძალა, რომლითაც ინდივიდის სიცოცხლე ხდება უფრო სრულყოფილი.

პროდუქტი

სამკაულები ხელნაკეთია და დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისა და მინერალური ქვების გამოყენებით. თითოეული ნიმუში დატვირთულია შინაარსით და გვეხმარება სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში.

პირველი კოლექციისთვის გამოყენებულია 6 სახის მინერალური ქვა: მთვარის ქვა, ამეთვისტო, ფირუზი, მალაქიტი, ძოწი და პრენიტი.

მთვარის ქვის ბეჭედი
ყოველდღე შეახსენე შენს თავს, რომ გიყვარს.