მთვარის ქვის ბეჭედი

არ არის მარაგში

158

Title Range Discount
Sale 1 - 100 20%
გასუფთავება
არტიკული: NM001 კატეგორია:

აღწერა

მთვარის ქვა

ჩაკრა – მზის წნულის ჩაკრა
თვე – ივნისი
ზოდიაქო – კირჩხიბი, სასწორი, მორიელი
პლანეტა – მთვარე
სტიქია – წყალი
ვიბრაცია – ციფრი 4

მინერალის ზომა: 18×13მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.

მთვარის ქვა შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

თვისებები

მთვარის ქვა ახალი საწყისებისა და საიდუმლოებების ქვაა, რომელიც შინაგანი ზრდისა და სიძლიერის მინერალად ითვლება. ის ამცირებს სტრესს, ამშვიდებს ფსიქიკას, ავითარებს ინტუიციასა და ემპათიის უნარს. ის უპირველეს ყოვლისა შინაგანი მოგზაურობის თილისმაა, რომელიც ღრმად ჩადის საკუთარ თავში, იმისათვის რომ სულის მივიწყებული და დაკარგული ნაწილები იპოვოს და ამოიტანოს ისინი სინათლეზე.

ემოციური განკურნება
მთვარის ქვა გრძნობებს ანიჭებს სიღრმეს, აღვივებს სიმშვიდეს საკუთარ თავში და მოაქვს ბედნიერება. ქალებს კრისტალი ეხმარება ფემინური ენერგიის გამოღვიძებასა და კუნდალინი ენერგიის ზრდაში.

სულიერი ენერგია
ინდოეთში მთვარის ქვა ღმერთებისა და ქალღმერთების ქვად მიიჩნევა. იმედისა და სულიერი სიწმინდის ქვა, რომელიც უარყოფს ეგოს. ის ებრძვის მატერიალიზმს და აძლიერებს რელიგიური ადამიანების რწმენას ყველა კულტურაში.

მთვარის ქვის უმაღლესი მნიშვნელობა
ცნობილი როგორც მოგზაურების ქვა, ანტიკურობის დროიდან მოყოლებული მთვარის ქვის კრისტალი ერთ-ერთი ძლიერი დამცავია. ის განსაკუთრებით ძლიერია ღამით, წყალზე, როდესაც მთვარე ანათებს. ის არის იმედის სიმბოლო და ერთგვარი ბარიერების ფილტრი, რომელიც გვეხმარება კონცენტრაციაში და გვაშორებს ყოველგვარ ზედმეტს.

ქვის მოვლა
Მთვარის ქვის ენერგიის გასაწმენდად მინერალი მთელი ღამით უნდა დატოვოთ მთვარის შუქზე, უმჯობესია სავსემთვარეობისას. ამ გზით ქვა გათავისუფლდება დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან და დაიმუხტება მთვარის ახალი, სუფთა ენერგიით.

დამატებითი ინფორმაცია

მინერალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

მსგავსი პროდუქტები: