წესები და პირობები

პროდუქტის დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკა

  • ნიქს ჯეველერი წინასწარ ახდენს ბეჭდის ზომის დაზუსტებას მომხმარებელთან;
  • თუ ბეჭდის ზომა მომხმარებლისთვის აღმოჩნდება არასასურველი, მისი გადაცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მზა მოდელებში;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაცვლა არ ხდება ნაკლებ ფასიან ნივთში.
  • გადაცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, გაყიდული ნივთი ზომის უზუსტობის გამო არ ბრუნდება;
  • ნივთის გადაცვლის დროს, ონლაინ შეკვეთისას, მომხმარებელი ანაზღაურებს კურიერის მომსახურების ხარჯებს;
  • საყურის ან კულონის შემთხვევაში, ნივთი გადაცვლასა და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მიწოდების სერვისი

თბილისი

www.nyxjewelry.ge-ზე განთავსებული შეკვეთის მიწოდების პირობები:

მზა პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, 16:00-მდე გაფორმებული შეკვეთების მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს (სამუშაო დღეები – ორშაბათი-პარასკევი)

თუ პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, მისი დამზადება და მიწოდება ხდება 5-7 დღის განმავლობაში.

პროდუქტის მიწოდება ხორციელდება 21:00 საათამდე, ყოველ სამუშაო დღეს.

საფასური: თბილისში მიწოდება უფასოა

საქართველო

კომპანია ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

მზა პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, 16:00-მდე გაფორმებული შეკვეთების მიწოდება ხდება ქალაქებში – მეორე სამუშაო დღეს, სოფლებში 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (სამუშაო დღეები – ორშაბათი-პარასკევი).

თუ პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, მისი დამზადება და მიწოდება ხდება 5-7 დღის განმავლობაში.

საფასური: ქალაქები – 6 ლარი; სოფლები – 9 ლარი;

მარკეტინგი

კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები კონკრეტული პროდუქტებისა და შეთავაზებების გასაცნობად. „Nyx Jewelry“-ს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მონაცემებზე რასაც მომხმარებელი აზიარებს.

„Nyx Jewelry“-ს მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენება არასდროს იქნება მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის შემდეგ კომპანია წყვეტს პირადი მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისათვის.