აღწერა
მთვარის ქვა
ჩაკრა – მზის წნულის ჩაკრა
თვე – ივნისი
ზოდიაქო – კირჩხიბი, სასწორი, მორიელი
პლანეტა – მთვარე
სტიქია – წყალი
ვიბრაცია – ციფრი 4
მინერალის ზომა: 13×18მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.
მთვარის ქვის ტარება შეუძლია ნებისმიერი ზოდიაქოს წარმომადგენელს, ვისაც სურს ამ ქვის უნარებითა და ენერგიით სარგებლობა.
თვისებები
მთვარის ქვა ახალი საწყისებისა და საიდუმლოებების ქვაა, რომელიც შინაგანი ზრდისა და სიძლიერის მინერალად ითვლება. ის ამცირებს სტრესს, ამშვიდებს ფსიქიკას, ანვითარებს ინტუიციასა და ემპათიის უნარს. ის უპირველეს ყოვლისა შინაგანი მოგზაურობის თილისმაა, რომელიც ღრმად ჩადის საკუთარ თავში, იმისათვის რომ სულის მივიწყებული და დაკარგული ნაწილები იპოვოს და ამოიტანოს ისინი სინათლეზე.
ემოციური განკურნება
მთვარის ქვა გრძნობებს ანიჭებს სიღრმეს, აღვივებს სიმშვიდეს საკუთარ თავში და მოაქვს ბედნიერება. ქალებს კრისტალი ეხმარება ფემინური ენერგიის გამოღვიძებასა და კუნდალინი ენერგიის განვითარებაში.
სულიერი ენერგია
ინდოეთში მთვარის ქვა ღმერთებისა და ქალღმერთების ქვად მიიჩნევა. ეს არის იმედისა და სულიერი სიწმინდის ქვა, რომელიც უარყოფს ეგოს.
მთვარის ქვის უმაღლესი მნიშვნელობა
ცნობილი როგორც მოგზაურების ქვა, ანტიკურობის დროიდან მოყოლებული მთვარის ქვის კრისტალი ერთ-ერთი ძლიერი დამცავია. ის განსაკუთრებით ძლიერია ღამით, წყალზე, როდესაც მთვარე ანათებს. ის არის იმედის სიმბოლო და ერთგვარი ბარიერების ფილტრი, რომელიც გვეხმარება კონცენტრაციაში და გვაშორებს ყოველგვარ ზედმეტს.
ქვის მოვლა
Მთვარის ქვის ენერგიის გასაწმენდად მინერალი მთელი ღამით უნდა დატოვოთ მთვარის შუქზე, უმჯობესია სავსემთვარეობისას. ამ გზით ქვა გათავისუფლდება დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან და დაიმუხტება მთვარის ახალი, სუფთა ენერგიით.
There are no reviews yet.