გაიგე მეტი ძოწის შესახებ

ისტორია

ცნობილია, რომ ძოწი წითელი შეფერილობის ქვაა, მაგრამ რეალურად მოიპოვებენ სხვადასხვა შეფერილობის ძოწს და თითოეული მათგანის ქიმიური ფორმულაც ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს არის ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება კრისტალირებად ნეზოსილიკატების ჯგუფის მინერალებს.

ლეგენდის თანახმად ძოწი ერთ-ერთი უძველესი თილისმაა. იგი არა მხოლოდ სამკაულების დასამზადებლად გამოიყენებოდა, არამედ მისმა სამკურნალო და დამცველმა ძალამ ის შეუფასებელი გახადა. ძოწი ყველაზე მგრძნობიარე ქვაა. ის წარმოადგენს პირველყოფილ ცეცხლს, ქაოსისაგან სამყაროს შექმნას, სიწმინდესა და სიყვარულს. იგი არის ძლიერი, ინტენსიური გრძნობების მინერალი.

მისი სახელი ლათინური წარმოშობისაა, “Granatum”, რაც ბროწეულს ნიშნავს. ძოწი გამოიყენებოდა ეგვიპტეში 5000 წლის წინ, შუმერები გამოიყენებდნენ მას ჩვ.წ.ა. 2100 წელს, შვედები კი ჩვ.წ.ა 1000-სა და ჩვ.წ.ა. 2000 წლებს შორის. გარნეტი პოპულარული იყო ასევე ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციებისთვისაც. თალმუდის თანახმად, ერთადერთი სინათლე ნოეს კიდობანზე უზარმაზარი ძოწი იყო. შუა საუკუნეების ევროპაში ძოწს გამოიყენებდნენ სიმართლის გამოსააშკარავებლად. როგორც მებრძლოს ქვა, ის ხშირად მიქონდათ ბრძოლებში.

ძოწი წმინდა ქვად ითვლებოდა ინდიელების, აცტეკების, აფრიკული და მაიას ტომების კულტურებშიც. ეს მინერალი აღვივებს ინდივიდის შინაგან ცეცხლს და აცოცხლებს მის შემოქმედებითობას.

ემოციური ენერგია

ძოწი ენერგიის ძლიერი აღმდგენია. ის აცოცხლებს, ასუფთავებს და აბალანსებს ყველა ჩაკრას. შთააგონებს სიყვარულსა და ერთგულებას. Ძოწი არის ცეცხლის, ვნების, კრეატიულობისა და ძალის განსახიერება. Როგორც ენერგეტიკული ქვა, მას შეუძლია მოიტანოს წარმატება ბიზნესსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში.

ძოწი ერთგვარი დამცავია და მიიჩნევა, რომ ათავისუფლებს ემოციური პრობლემებისგან. მისი ტარება განსაკუთრებით სასარგებლოა გამოუვალი მდგომარეობების დროს. ის ააქტიურებს და აძლიერებს გადარჩენის ინსტინქტს, გვანიჭებს სიმამაცესა და იმედს.

გამოიყენეთ ძოწი, თუ გინდათ გაზარდოთ თქვენი პოზიტიურობა, პოპულარობა, და მიზანსწრაფულობა.

სულიერი ენერგია

ძოწი ცხადს ხდის საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების აღქმას. ის ანგრევს მოძველებულ იდეებსა და შეხედულებებს. გვაშორებს ტაბუებს, ხსნის გულს და ამაღლებს თავდაჯერებას.

ძოწი ასევე ცნობილია როგორც ვალდებულებების ქვა – ვალდებულებები როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან. მისი სასიყვარულო ძალები ირეკლავს ერთგულებასა და გონიერებას.

ენერგიების დაბალანსება

გარნეტი ასუფთავებს და მუხტავს ჩაკრებს. ის აცოცხლებს, ასუფთავებს და აბალანსებს ენერგიას, საჭიროებისამებრ მოაქვს სიმშვიდე ან ვნება. ის შთააგონებს სიყვარულს და ერთგულებას, აბალანსებს სექსუალურ ლტოლვას და ამსუბუქებს ემოციურ დისჰარმონიას. წითელი ძოწი განსაკუთრებით ასტიმულირებს კუნდალინი ენერგიას და ეხმარება სექსუალურ პოტენციალს. იგი ასტიმულირებს როგორც საწყის, ასევე გვირგვინის ჩაკრას.

ძოწი – ქალღმერთის კრისტალი

ძოწი ომის ეგვიპტური ქალღმერთის, სეჰმეტის ქვაა. ის ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილ ქალღმერთად ითვლება და გამოსახავენ ლომის თავითა და მშვენიერი ქალის სხეულით.

ძოწი უძველეს ცნობებში

დაბალი ლიბიდოსა და სექსუალური დარღვევებისგან განთავისუფლება ძოწის პირდაპირ სასქესო ორგანოზე მოთავსებითაა შესაძლებელი. პრინცესა პალატინმა აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი, მეფე ლუი XIV- ის ძმა, მუდმივად იდებდა მინერალს სხეულზე. მიუხედავად იმისა, რომ მან სთხოვა ეს არავისთვის გაემხილა, პრინცესამ ყველას გაანდო ეს საიდუმლო და არა ერთ წერილშიც დაწერა ამის შესახებ. ლეგენდის თანახმად, დონ ჟუანის ბეჭედიც ძოწის თვლით იყო მორთული.

ქვის მოვლა

ძოწის ენერგიის გასასუფთავებლად, დაიჭირეთ მინერალი გამდინარე წყლის ქვეშ 3 წუთის განმავლობაში. დასამუხტად შეგიძლიათ მოათავსოთ ის სხვა მინერალებთან ერთად. 

ჩაკრა – პირველი ჩაკრა, გულის ჩაკრა
თვე – იანვარი
ზოდიაქო – ვერძი, ლომი, ქალწული
პლანეტა – მარსი
სტიქია – ცეცხლი
ვიბრაცია – ციფრი 2

აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *