ისტორია
პრენიტი არის კალციუმის და ალუმინის ინოსილიკატი. ძირითადად გვხვდება მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფერის. სახელი დაერქვა, მისი აღმომჩენის, კოლონელ ჰენდრიკ ვონ პრენის საპატივცემულოდ, რომელმაც მინერალი სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაიტანა. ეს არის საკოლექციო ქვა, რომელიც ძირითადად ორნამენტებისთვის გამოიყენება.
პრენიტი ტრანსფორმაციების მინერალია, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა გარკვეული სიტუაციების დასრულება ჩვენი სხეულის, გონებისა და სულის კეთილდღეობისათვის. ის ნაზი, მზრუნველი ენერგიის მატარებელი ქვაა, რომელიც გვეხმარება წარსული ტრავმვებისგან განთავისუფლებაში.
პრენიტი მიიჩნევა უსასრულო სიყვარულის ქვად. ის ამსუბუქებს ღამის კოშმარებს, ფობიებს და კურნავს მათ გამომწვევ მიზეზებს. რეკომენდებულია ჰიპერაქტიული ადამიანებისათვის.
პრენიტი და ფიზიკური ჯანმრთელობა
პრენიტი გვეხმარება, ძვლების, კბილების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მინერალი გვიმსუბუქებს სხეულის დაღლილობას, ხანგრძლივად სტრესული სიტუაციების დროს. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია, ისეთი საქმის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, მაგალითად: ბუღალტრები, რედაქტორები, ქირურგები, ექთნები და სხვ.
პრენიტი ასევე, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და გვათავისუფლებს ჭარბი ტოქსინებისგან. ეხმარება სისხლის მიმოქცევის სისტემას და ლიმფებს.
პრენიტი და გრძნობები
პრენიტი ხელს გვიწყობს გავუმკლავდეთ გაურკვეველ გრძნობებს, მუდმივი ცვლილებების დროს. გვეხმარება დავინახოთ კარგი ყველანაირ სიტუაციაში. ასევე, მინერალი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია არასაჭირო მოგონებებთან გამკლავების დროს, გვასუფთავებს რა ყოველგვარი წარსული ტრავმული გამოცდილებისაგან.
პრენიტი და გონება
პრენიტი გვეხმარება სიფხიზლისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში. იდეალურია ქაოტური აზრებისგან განსათავისუფლებლად. ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებასა და აღქმადობას. კრისტალი საშუალებას გვაძლევს ვიყოთ აქ და ახლა და გვაშორებს არაჯანსაღ ფანტაზიებსა თუ დამანგრეველი მომავლის ვიზუალიზაციებს. ამ ქვის გამოყენება არის ერთგვარი მედიტაცია, რომელიც გვიჩვენებს ჩვენი სულიერი ზრდის გზას.
პრენიტი და სულიერება
პრენიტი იდეალური დამხმარეა სულიერი სწავლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანისთვის. ის გვათანაბრებს სამყაროსეულ სიმშვიდისა და მუდმივი განახლების ვიბრაციებთან, რის შედეგადაც ცვლილებებს ვიღებთ მარტივად და ისინი ჩვენთვის აღარ წარმოადგენენ გამოწვევას. ეს ქვა გამოიყენება მედიტაციისთვის, ცხოვრების მუდმივობის, უწყვეტი შექმნისა და ნგრევის ციკლზე დასაფიქრებლად.
პრენიტი და ჩაკრები
თუ მზის წნულის ჩაკრა დისბალანსშია, შესაძლებელია თავს მუდმივად სხვების გაკრიტიკების საშუალებას ვაძლევდეთ და გვსურდეს მუდმივი ცვლილებები. ასევე, შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ ვერ ვიღებთ შესაბამის დაფასებას გარშემომყოფებისგან. ამ გამოწვევებთან გასამკლავებად, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ პრენიტის ქვა, რომელიც დაგვეხმარება მზის წნულის ჩაკრის დაბალანსებაში, გააუმჯობესებს ემპათიის უნარს და ფსიქიკურ შესაძლებლობებს. ამ მინერალის საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცემა დავაკავშიროთ ქვედა ჩაკრები უმაღლეს ჩაკრებს, რაც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ სტაბილურ, დაბალანსებულ მდგომარეობას.
ქვის მოვლა
პრენიტის ენერგიის დასამუხტად, დაიჭირეთ მინერალი გამდინარე წყლის ქვეშ და მოახდინეთ ვიზუალიზაცია, თუ როგორ იწმინდება მინერალი დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.
ჩაკრა – მზის წნული ჩაკრა, გულის ჩაკრა
ზოდიაქო – სასწორი
სტიქია – მიწა
ვიბრაცია – ციფრი 5
აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.
კომენტარის დატოვება