ისტორია
ისეთივე ძველი, როგორც თავად მთვარე. მთვარის ქვა ახალი საწყისებისა და საიდუმლოებების ქვაა, რომელიც შინაგანი ზრდისა და სიძლიერის მინერალად ითვლება. ის ამცირებს სტრესს, ამშვიდებს ფსიქიკას, ავითარებს ინტუიციასა და ემპათიის უნარს. უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი მოგზაურობის თილისმაა, რომელიც ღრმად ჩადის საკუთარ თავში, იმისათვის რომ სულის მივიწყებული და დაკარგული ნაწილები იპოვოს და ამოიტანოს ისინი სინათლეზე.
უძველესი დროიდან მთვარის ქვა იყო ხელშესახები კავშირი მთვარის მაგიასთან – მოგზაურთა დაცვის ამულეტი, საჩუქარი შეყვარებულებისთვის, წინასწარმეტყველების საშუალება და გზა სიბრძნისაკენ. ჩვენი კავშირი მთვარესთან ძლიერია. ის ამშვიდებს და ამხნევებს, გვასწავლის რა ცხოვრების ბუნებრივ რიტმებს.
მთვარის ქვა თითქმის ორი ათასი წელია გამოიყენება რომაულ სამკაულებში, გაცილებით უფრო დიდი ხანია მას იყენებენ აღმოსავლეთში. ის ყოველთვის წმინდა ქვად ითვლებოდა ინდოეთში და მათთვის ტრადიციული საქორწილო საჩუქარია. ხოლო, ევროპაში, არტ ნუვოს პერიოდში მთვარის ქვა პოპულარული არჩევანი გახლდათ.
მთვარის მსგავსი ელვარების გამო ეწოდა ამ მინერალს მთვარის ქვა. არსებობს მისი ატმისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, თეთრი და ცისარტყელისებრი სახეობა.
ცისარტყელას მთვარის ქვა მოქმედებს როგორც პრიზმა, რომელშივ გარდატყდება სინათლე და იშლება ცისარტყელის ფერებში. ის უზრუნველყოფს ფსიქიკურ დაცვას, ასუფთავებს გონებას და გრძნობებს, გვეხმარება მშვიდად დაძინებაში, ამცირებს რა ნეგატივს და ამსუბუქებს ემოციურ ტრავმვას.
მთვარის ქვის გამოყენება
მთვარის ქვა არის სიყვარულისა და ეროტიზმის ქვა, რომელიც ასტიმულირებს კუნდალინი ენერგიას და ხორციელ სურვილებს. ეს არის ნაყოფიერების კრისტალი.
როგორც დამხმარე ქვა პროფესიაში, ის ეხმარება მოცეკვავეებსა და ხელოვანებს თვითგამოხატვაში, შთააგონებს გულსა და გრძნობებს. ხელს გვიწყობს მივიღოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც არის.
ფიზიკური განკურნება
მთვარის ქვა გვეხმარება სხეულის ბიოლოგიური ძალების ნორმალიზებაში. ის ძლიერ გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე, აძლიერებს ნაყოფიერებას და ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემსუბუქებას.
ემოციური განკურნება
მთვარის ქვა გრძნობებს ანიჭებს სიღრმეს, აღვივებს სიმშვიდეს საკუთარ თავში და მოაქვს ბედნიერება. ქალებს კრისტალი ეხმარება ფემინური ენერგიის გამოღვიძებასა და კუნდალინი ენერგიის ზრდაში.
სულიერი ენერგია
ინდოეთში მთვარის ქვა ღმერთებისა და ქალღმერთების ქვად მიიჩნევა. იმედისა და სულიერი სიწმინდის ქვა, რომელიც უარყოფს ეგოს. ის ებრძვის მატერიალიზმს და აძლიერებს რელიგიური ადამიანების რწმენას ყველა კულტურაში.
მთვარის ქვის ფერის ენერგია
მთვარის ქვის თეთრი ფერი განასახიერებს სისუფთავისა და სიწმინდის ენერგიას. ეს არის დაბადების, ახალი საწყისის ფერი – ფემინური ენერგია, რომელიც ქალღმერთების სახით გამოიხატება მრავალ კულტურაში. მთვარე არის ჩვენი ერთადერთი სინათლის წყარო სიბნელეში. თეთრი თილისმები სულიერი სამყაროა, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ეს არის გზამკვლევი, რომელიც უნდა შევიცნოთ და ცოდნა, რომელიც ჯერ არც ვიცით რომ არსებობს.
მთვარის ქვის უმაღლესი მნიშვნელობა
ცნობილი როგორც მოგზაურების ქვა, ანტიკურობის დროიდან მოყოლებული მთვარის ქვის კრისტალი ერთ-ერთი ძლიერი დამცავია. ის განსაკუთრებით ძლიერია ღამით, წყალზე, როდესაც მთვარე ანათებს. ის არის იმედის სიმბოლო და ერთგვარი ბარიერების ფილტრი, რომელიც გვეხმარება კონცენტრაციაში და გვაშორებს ყოველგვარ ზედმეტს.
მთვარის ქვა – ქალღმერთების კრისტალი
ბერძნულ მითოლოგიაში მთვარის ქვა, ღამის ქალღმერთის ნიქსის ქვაა. ის ერთადერთია, ვისიც ღმერთების ღმერთს, ზევსსაც კი ეშინოდა. მას გამოსახავენ ეტლით ცაში მონავარდეს, სადაც ვარსკვლავებით ამკობს ცას.
ქვის მოვლა
Მთვარის ქვის ენერგიის გასაწმენდად მინერალი მთელი ღამით უნდა დატოვოთ მთვარის შუქზე, უმჯობესია სავსემთვარეობისას. ამ გზით ქვა გათავისუფლდება დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან და დაიმუხტება მთვარის ახალი, სუფთა ენერგიით.
ჩაკრა – მზის წნულის ჩაკრა
თვე – ივნისი
ზოდიაქო – კირჩხიბი, სასწორი, მორიელი
პლანეტა – მთვარე
სტიქია – წყალი
ვიბრაცია – ციფრი 4
აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.
კომენტარის დატოვება