გაიგე მეტი მალაქიტის შესახებ

ისტორია

მალაქიტი თავისი მდიდარი, მწვანე ფერით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამკაულების შექმნაში. ენერგიების მოძრაობა ამ მინერალში მის ხაზებსა და წრეებში გამოიხატება. მალაქიტი აჩვენებს ბუნების ღრმა, სამკურნალო ენერგიას. ის ტრანსფორმაციების ქვაა, რომელიც გვაიძულებს შევცვალოთ სიტუაცია ჩვენ გარშემო და სულიერად გავიზარდოთ. ის კურნავს ფიზიკურ და ემოციურ დონეზე.

სახელი მალაქიტი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან “malakee” , რომელიც ბალბას ფოთლებს ნიშნავს. ეს არის კარბონატების კლასის მინერალი, რომელიც კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში.
მალაქიტი ძველი ეგვიპტელებისათვის კარგად ნაცნობი ქვაა. მათი მოპოვება ჩვ.წ.ა. 4000 წელს ხდებოდა სუეზსა და სინაის შორის. ის ასევე პოპულარული იყო ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. მალაქიტს იყენებდნენ სამკაულებისთვის ან ფხვნილის სახით, თვალზე წასასმელად. შუა საუკუნეებში მიიჩნეოდა რომ იგი იცავდა ავი თვალისაგან და კურნავდა მუცლის ღრუს სხვადასხვა დაავადებებს. ეს ქვა გამოიყენება ბავშვების დაცვისათვის და დღესდღეობით ფიქრობენ რომ, მას აქვს უნარი წინასწარ გააფრთხილოს მფლობელი მოახლოებული საფრთხის შესახებ. ასეთ დროს მინერალი ნაწილებად ტყდება.

მალაქიტის გამოყენება

მალაქიტი სამკურნალო ქვაა. ის იდეალურია ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენისთვის ავადმყოფობის შემდეგ. Მინერალი გვეხმარება ემოციური დაბნეულობის დროს, საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ მსხვერპლის როლს და ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში. ის გვიცავს ყოველგვარი რადიაციული გამოსხივებისგან, ასუფთავებს ელექტრომაგნიტურ დაბინძურებას და კურნავს დედამიწის ენერგიებს. სამუშაო ადგილზე მისი განთავსება თავიდან გვარიდებს ხმაურს, ნეგატიურ კომუნიკაციებს და არასასურველ გამოსხივებებს.

როგორც მოგზაურობის ქვა, მალაქიტი ხელს გვიწყობს დავამარცხოთ ფრენის შიში.

ფიზიკური ენერგიის განკურნება

მალაქიტი ეფექტური საშუალებაა ქალური პრობლემების მოსაგვარებლად. ის უკავშირდება ქალის სასქესო ორგანოებს და კურნავს დაავადებებს, განსაკუთრებით მათ, რომელიც გამოწვეულია წარსული ტრავმული გამოცდილებიდან.

ემოციური ენერგიის განკურნება

მალაქიტი გვიბიძგებს ცვლილებებისა და რისკებისაკენ. ის გვიჩვენებს თუ რა ბლოკავს ჩვენს სულიერ ზრდას. ზედაპირზე ამოაქვს ღრმად ჩაფლული გრძნობები და გვეხმარება მათგან საბოლოოდ განთავისუფლებაში. მალაქიტი საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები, დავძლიოთ სიმორცხვე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებზე. მხარს უჭერს მეგობრობასა და ემპათიურობას სხვა ადამიანების მიმართ.
მალაქიტი საუკეთესო დამხმარეა დეპრესიასთან ბრძოლაში და გვიბიძგებს ჯანსაღი ურთიერთობებისკენ, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე.

ენერგიების დაბალანსება

მალაქიტი არეგულირებს გარე სამყაროსთან ურთიერთობას და აკონტროლებს თუ რას ვიღებთ და რას უარვყოფთ. გვეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში. მწვანე კრისტალის ენერგია გამოიყენება გულის ჩაკრის დაბალანსებისთვისა და ბლოკადების მოხსნისთვის. მისი დახმარებით უკეთ ვიაზრებთ ჩვენს საჭიროებებსა და ემოციებს, გვიმარტივდება ემოციური ურთიერთობები და ადვილად ვიღებთ ცვლილებებს.

მალაქიტი ძლიერი მოკავშირეა მათთვის, ვისაც სურს რეალობის შეცვლა. ის გვახსენებს, რომ ჩვენი მოსვლის მიზეზია შევქმნათ სამყაროსთან ერთად და გვაჩვენებს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ოცნებების, სურვილებისა და ხედვების ფიზიკურ რეალობაში განხორციელება შეუძლია.

მალაქიტის სულიერი ენერგია

მალაქიტი გაუმჭვირვალე ქვაა და ენერგიის არეკვლის ნაცვლად შთანთქავს მას. განათავსეთ ქვა დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილებზე. ის მიიღებს უარყოფით ენერგიას და გამოამჟღავნებს დაავადების გამომწვევ მიზეზებს. მშთანთქმელი თვისებების გამო, აუცილებელია მისი ხშირად გაწმენდა.

ქვის მოვლა

Მინერალი უნდა დადოთ კვარცზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დატოვოთ მზეზე.
 
ჩაკრა – გულის ჩაკრა, ყელის ჩაკრა
ზოდიაქო – სასწორი, მორიელი, თხის რქა
პლანეტა – ვენერა
სტიქია – მიწა
ვიბრაცია – ციფრი 9

აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *