Title Range Discount
Sale 1 - 100 20%
გასუფთავება
არტიკული: NT001 კატეგორია:

აღწერა

ფირუზი

ჩაკრა – გულის ჩაკრა, ყელის ჩაკრა, მესამე თვალის ჩაკრა
თვე – დეკემბერი
ზოდიაქო – მორიელი, მშვილდოსანი, მერწყული, თევზები
პლანეტა – ვენერა & ნეპტუნი
სტიქია – მიწა/ჰაერი/ცეცხლი
ვიბრაცია – ციფრი 1

მინერალის ზომა: 18×13მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.

ფირუზი შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

თვისებები

ფირუზი კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ქვაა, რომელსაც მეფეები, შამანები და მეომრები ატარებდნენ. ეს არის შიშზე გამარჯვების ქვა, რომელიც წარმატებას გარდაუვალს ხდის. Მისი დამამშვიდებელი ენერგია გვეხმარება დაძაბულობისა და სიბრაზისგან განთავისუფლებაში.

ფირუზი არის ქვა, რომელიც გვასწავლის საკუთარი თავის მიღებას, პატიებას და გვათავისუფლებს უსარგებლო სინანულისგან.

ემოციური განკურნება
ფირუზი ყველაზე ეფექტური მკურნალია. მას შეუძლია როგორც სულიერი ისე ფიზიკური სხეულის გაჯანსაღება. სიმშვიდის შეგრძნების დაბალანსებით აუმჯობესებს ხასიათს და ხსნის სტრესს.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე ემპათიური კრისტალი, რომელიც გვასწავლის ბედნიერებისა თუ უბედურების შეგრძნების გამომწვევი მიზეზების შეცნობასა და მართვას. ფირუზი საუკეთესოა საკუთარი თავის შეცნობისთვის.

სულიერი ენერგია
ფირუზი აერთიანებს ცასა და დედამიწას, ფემინურ და მასკულინურ ენერგიას. ასტიმულირებს რომანტიკულ სიყვარულს და ხელს უწყობს სპონტანურობას ურთიერთობაში. ჯერათ, რომ ის იცვლის ფერს მოახლოებული საფრთხის წინ.

ქვის მოვლა
ფირუზის უარყოფითი ენერგიისგან განსათავისუფლებლად და დასამუხტად დატოვეთ ის მთელი ღამის განმავლობაში მთვარის სინათლის ქვეშ, ახალმთვარეობისა ან სავსემთვარეობის დროს.

დამატებითი ინფორმაცია

მინერალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

მსგავსი პროდუქტები: