მარაგშია

Title Range Discount
Sale 1 - 100 20%
არტიკული: NP004 კატეგორია:

აღწერა

პრენიტი

ჩაკრა – მზის წნულის ჩაკრა, გულის ჩაკრა
ზოდიაქო – სასწორი
სტიქია – მიწა
ვიბრაცია – ციფრი 5

მინერალის დიამეტრი: 8მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.

პრენიტი შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

თვისებები

პრენიტი ტრანსფორმაციების ქვაა, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა გარკვეული სიტუაციების დასრულება ჩვენი სხეულის, გონებისა და სულის კეთილდღეობისათვის. ის ნაზი, მზრუნველი ენერგიის მატარებელი მინერალია, რომელიც გვეხმარება წარსული ტრავმვებისგან განთავისუფლებაში.

პრენიტი მიიჩნევა უსასრულო სიყვარულის ქვად. ის ამსუბუქებს ღამის კოშმარებს, ფობიებს და კურნავს მათ გამომწვევ მიზეზებს. რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ადამიანებისათვის.

პრენიტი და გონება
პრენიტი გვეხმარება სიფხიზლისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში. იდეალურია ქაოტური აზრებისგან განსათავისუფლებლად. ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებასა და აღქმადობას. კრისტალი საშუალებას გვაძლევს ვიყოთ აქ და ახლა და გვაშორებს არაჯანსაღ ფანტაზიებსა თუ დამანგრეველი მომავლის ვიზუალიზაციებს. ამ ქვის გამოყენება არის ერთგვარი მედიტაცია, რომელიც გვიჩვენებს ჩვენი სულიერი ზრდის გზას.

ქვის მოვლა
პრენიტის ენერგიის დასამუხტად, დაიჭირეთ მინერალი გამდინარე წყლის ქვეშ და მოახდინეთ ვიზუალიზაცია, თუ როგორ იწმინდება მინერალი დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.

დამატებითი ინფორმაცია

მინერალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.