Title Range Discount
Sale 1 - 100 20%
გასუფთავება
არტიკული: NMA001 კატეგორია:

აღწერა

მალაქიტი

ჩაკრა – გულის ჩაკრა, ყელის ჩაკრა
ზოდიაქო – სასწორი, მორიელი, თხის რქა
პლანეტა – ვენერა
სტიქია – მიწა
ვიბრაცია – ციფრი 9

მინერალის დიამეტრი: 8მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.

მალაქიტი შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

თვისებები
მალაქიტი სამკურნალო ქვაა. ის იდეალურია ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენისთვის ავადმყოფობის შემდეგ. Მინერალი გვეხმარება ემოციური დაბნეულობის დროს, საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ მსხვერპლის როლს და ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში.

ენერგიების დაბალანსება
მალაქიტი არეგულირებს გარე სამყაროსთან ურთიერთობას და აკონტროლებს თუ რას ვიღებთ და რას უარვყოფთ. გვეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში. მწვანე კრისტალის ენერგია გამოიყენება გულის ჩაკრის დაბალანსებისთვისა და ბლოკადების მოხსნისთვის. მისი დახმარებით უკეთ ვიაზრებთ ჩვენს საჭიროებებსა და ემოციებს, გვიმარტივდება ემოციური ურთიერთობები და ადვილად ვიღებთ ცვლილებებს.

მალაქიტი ძლიერი მოკავშირეა მათთვის, ვისაც სურს რეალობის შეცვლა. ის გვახსენებს, რომ ჩვენი მოსვლის მიზეზია შევქმნათ სამყაროსთან ერთად და გვაჩვენებს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ოცნებების, სურვილებისა და ხედვების ფიზიკურ რეალობაში განხორციელება შეუძლია.

სულიერი ენერგია
მალაქიტი გაუმჭვირვალე ქვაა და ენერგიის არეკვლის ნაცვლად შთანთქავს მას. განათავსეთ ქვა დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილებზე. ის მიიღებს უარყოფით ენერგიას და გამოამჟღავნებს დაავადების გამომწვევ მიზეზებს. მშთანთქმელი თვისებების გამო, აუცილებელია მისი ხშირად გაწმენდა.

ქვის მოვლა
Მინერალი უნდა დადოთ კვარცზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დატოვოთ მზეზე.

დამატებითი ინფორმაცია

მინერალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

მსგავსი პროდუქტები: