Title Range Discount
Sale 1 - 100 20%
გასუფთავება
არტიკული: NA002 კატეგორია:

აღწერა

ამეთვისტო

ჩაკრა – მესამე თვალის ჩაკრა, გვირგვინის ჩაკრა
თვე – თებერვალი
ზოდიაქო – ქალწული, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები
პლანეტა – იუპიტერი
სტიქია – ჰაერი, წყალი
ვიბრაცია – ციფრი 3

მინერალის დიამეტრი: 8მმ.
მეტალი: 925 ვერცხლი.

ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

თვისებები
ამეთვისტო სულიერი დაცვისა და განწმენდის ქვაა. ის ასუფთავებს ენერგეტიკულ ველს ნეგატიური გავლენისა და მიჯაჭვულობებისგან. ქმნის ძლიერ დამცავ სინათლეს სხეულის გარშემო და წარმოშობს ბარიერს დაბალი ვიბრაციების მიმართ.

ამეთვისტო ატარებს როგორც ცეცხლის, ვნების, კრეატიულობისა და სულიერების ენერგიას, ასევე მიიჩნევა სიფხიზლისა და ზომიერების ქვად. სულიერ სამყაროში მისი კრისტალები გვაკავშირებს ღვთაებრივ ენერგიებთან. ზოგიერთი ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით მას აქვს უნარი გააკონტროლოს უარყოფითი აზრები და გაზარდოს ინტელექტულური უნარები. როგორც სხვა სამეფო ქვები, ამეთვისტო მფლობელს იცავს დაავადებებისგან.

ემოციური განკურნება
ამეთვისტო განსაკუთრებით ეხმარება ადამიანის სულიერ სხეულს. რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს და აქვს სტრესის მაღალი დონე. ამცირებს ფსიქიკურ დაძაბულობას, თავის ტკივილს და შეუცვლელი კრისტალია ფიცხი ადამიანებისათვის.

ამეთვისტო გვეხმარება გავიგოთ იმ უარყოფითი ქმედებების, ჩვევებისა და ემოციების მიზეზი, რომელიც იწვევს დისბალანსსა და ავადმყოფობებს. ის ასევე გვეხმარება დამოკიდებულებების დაძლევაში და თავისი მშვიდი ენერგიით ასტიმულირებს გონების ფუნქციონირებას.

ამეთვისტოს უმაღლესი მნიშვნელობა
“მე არ მჭირდება რაიმე ზედმეტი, იმისათვის რომ თავი კარგად ვიგრძნო”.

ქვის მოვლა
უარყოფითი ენერგიისგან გასაწმენდად 1 ღამის განმავლობაში გააჩერეთ მინერალი ზღვის მარილისა და წყლის ნაზავში.

 

დამატებითი ინფორმაცია

მინერალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

მსგავსი პროდუქტები: