კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით www.nyxjewelry.ge  იყენებს დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც „Nyx Jewelry“ მოიპოვებს მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, ემბავუდმა მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას კომპანიის მუშაობის პრინციპებისა და მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

„Nyx Jewelry“-ის გუნდი ზრუნავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. მონაცემები არ იქნება გამოყენებული არამათლზომიერად.

კანონმდებლობა

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელს უფლება გაქვთ, მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემების დამუშავების თაობაზე. ეს ინფორმაცია მოიცავს:

  • რომელი მონაცემები მუშავდება მომხმარებლის შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვის გადაეცა მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მოწოდების ვალდებულება „Nyx Jewelry“-ის წარმოეშვება მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება კომპანიას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

„Nyx Jewelry“-ის აქვს მომხმარებლის ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, „Nyx Jewelry“-ის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული მომხმარებლის ინტერესების შელახვისაკენ.

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება

  • მომხმარებელთან ურთიერთობისთვის;
  • მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად;
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
  • პროდუქტებთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • ჩვენი პროდუქტების მისაწოდებლად;
  • მომხმარებლების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად,  ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
  • რისკების სამართავად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

პერსონალური მონაცემების გაზიარება

კომპანია უფლებას იტოვებს კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს წვდომა მომხმარებლის პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

ინფორმაციის უსაფრთხოება

მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. პროდუქტის ყიდვის დროს მომხმარებლის მიერ პირად საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანისას, მონაცემები კომპანიისთვის ხელმიუწვდომელია და კომპანიის მიერ მათი შენახვა არ ხდება. საკრედიტო ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

პერსონალური მონაცემების დაცვის ხანგრძლივობა

მომხმარებლის პირადი მონაცემები ინახება მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;

მარკეტინგი

კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები კონკრეტული პროდუქტებისა და შეთავაზებების გასაცნობად. „Nyx Jewelry“-ს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მონაცემებზე რასაც მომხმარებელი აზიარებს.

„Nyx Jewelry“-ს მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენება არასდროს იქნება მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის შემდეგ კომპანია წყვეტს პირადი მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისათვის.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

ელ-ფოსტა: info@nyxjewelry.com

ტელ: (+995) 597 08 30 15

წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.