გაიგე მეტი ფირუზის შესახებ

ისტორია

ფირუზი კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ქვაა, რომელსაც მეფეები, შამანები და მეომრები ატარებდნენ. ეს არის შიშზე გამარჯვების ქვა, რომელიც წარმატებას გარდაუვალს ხდის. Მისი დამამშვიდებელი ენერგია გვეხმარება დაძაბულობისა და სიბრაზისგან განთავისუფლებაში.

ფირუზის სახელი მომდინარეობს ფრანგულიდან, პიერ ფირუზი, რაც ნიშნავს “თურქულ ქვას”, რადგან სავაჭრო გზები, რომელმაც ფირუზი ცენტრალური აზიის მაღაროებიდან ევროპაში მოახვედრა, თურქეთში გადიოდა და ვენეციელი ვაჭრები ხშირად ყიდულობდნენ ქვას თურქულ ბაზრებში.

ათასობით წლის განმავლობაში ფირუზი ყველა კულტურაში ფასდებოდა, როგორც სიბრძნის, კეთილშობილების და უკვდავების ძალის სიმბოლო. ძველ ეგვიპტელებს, სპარსელებსა და ჩინელებს, სამხრეთ ამერიკის აცტეკებსა და ინკებს და ჩრდილო ამერიკელებს შორის, ფირუზი ითვლებოდა წმინდა ქვად, განასახიერებდა რა ძალაუფლებას, იღბალსა და დაცვას.

ფირუზი პირველად ჩვ.წ.ა. 5000 წელს აღმოაჩინეს ერაყის ტერიტორიაზე. ეგვიპტელები ფირუზს მოიპოვებდნენ სინაიში, ჩვ.წ.ა. 3200 წელს. ტუტანხამონის გარდაცვალების ნიღაბიც ამ მინერალით იყო მორთული, ისევე როგორც ის მოზაიკური ნიღბები, რომლებიც მიეძღვნათ ღმერთებს და აცტეკების უკანასკნელი მმართველის, მოქტეზუმას ძეგლები.

თითქმის ათასი წელია, რაც ამერიკელებმა მოიპოვეს ფირუზი და გამოიყენეს იგი საფლავის ადგილების დასაცავად. ამ ქვებს ისინი მოიპოვებდნენ არგენტინასა და ნიუ მექსიკოში. ინდიელი მღვდლები მას ცის დიადი სულის გამოძახების ცერემონიალზე ატარებდნენ.

ბევრი ფირუზს უნივერსალურ ქვად მიიჩნევს და მისი ტარებისას მიაჩნიათ, რომ სამყაროსთან ერთიანდებიან. პრეისტორიული ინდიელები მიიჩნევდნენ, რომ ფირუზის ტარება ყოველთვის განასახირებედა ცის ღმერთის ჩამოსვლას მიწაზე.

ფიზიკური განკურნება

ფირუზი არის გამაძლიერებელი ქვა. კარგია გამოფიტვის, დეპრესიის ან პანიკის შეტევებისთვის. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, მხარს უჭერს ნუტრიენტების ათვისებას, ამსუბუქებს დაბინძურებას და ვირუსულ ინფექციებს. ეს არის ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის საშუალება, ამცირებს ჭარბ მჟავიანობას და დადებითად მოქმედებს პოდაგრაზე, რევმატიზმსა და კუჭზე.

ფირუზი გვეხმარება თავის ტვინის, თვალების, ყურების, კისრის და ყელის პრობლემების მოგვარებაში. ის სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის და ეხმარება ფილტვების დაავადებების და ალერგიის განკურნებაში. ფირუზის ყელსაბამის ტარება ხელს უწყობს ტრაქეიტისა და სხვა ბრონქული შეტევების თავიდან აცილებას. სუნთქვის განკურნებით, ამ ქვას შეუძლია განკურნოს მეტყველების დარღვევებიც.

ემოციური განკურნება

ფირუზი ყველაზე ეფექტური მკურნალია. მას შეუძლია როგორც სულიერი ისე ფიზიკური სხეულის გაჯანსაღება. სიმშვიდის შეგრძნების დაბალანსებით აუმჯობესებს ხასიათს და ხსნის სტრესს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ემპათიური კრისტალი, რომელიც გვასწავლის ბედნიერებისა თუ უბედურების შეგრძნების გამომწვევი მიზეზების შეცნობასა და მართვას. ფირუზი საუკეთესოა საკუთარი თავის შეცნობისთვის. ეს მინერალი გვასწავლის საკუთარი თავის მიღებას, პატიებას და გვათავისუფლებს უსარგებლო სინანულისგან.

სულიერი ენერგია

ფირუზი აერთიანებს ცასა და დედამიწას, ფემინურ და მასკულინურ ენერგიას. ასტიმულირებს რომანტიკულ სიყვარულს და ხელს უწყობს სპონტანურობას ურთიერთობაში. ჯერათ, რომ ის იცვლის ფერს მოახლოებული საფრთხის წინ.

ფირუზი – ფერის ენერგია

ფირუზი ასახავს სამყაროს ფერს გაზაფხულის ბუნიობისას, როდესაც ზამთრის თოვლი დნება და გაზაფხულის სიმწვანეში იკარგება. ის განასახიერებს ახალ ენერგიას, სიცოცხლის საწყისსა და ზრდის შესაძლებლობას. მას მოაქვს იმედი და წონასწორობა. ფირუზი აფერხებს ექსცესებს, აღადგენს სიმშვიდეს ქარიშხლის შემდეგ, ხსნის სტრესს და ანეიტრალებს უკიდურესობებს. ის გვეხმარება ზომიერების დაცვაში და სიბრაზესთან გამკლავებაში. ღია ფერებში, ფირუზის ენერგია ხელს უწყობს შინაგან ჰარმონიასა და სიმშვიდეს. ხოლო მუქ, მდიდარ ტონებს მოაქვს ძალა და მოქნილობა.

ფირუზი – ქალღმერთის ქვა

ეგვიპტურ მითოლოგიაში ფირუზი ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთის, ჰათჰორის ქვად ითვლება. იგი ეგვიპტელი მაღაროელების მფარველად გვევლინება.

ქვის მოვლა

ფირუზის უარყოფითი ენერგიისგან განსათავისუფლებლად და დასამუხტად დატოვეთ ის მთელი ღამის განმავლობაში მთვარის სინათლის ქვეშ, ახალმთვარეობისას ან სავსემთვარეობის დროს. 
 
ჩაკრა – გულის ჩაკრა, ყელის ჩაკრა, მესამე თვალის ჩაკრა
თვე – დეკემბერი
ზოდიაქო – მორიელი, მშვილდოსანი, მერწყული, თევზები
პლანეტა – ვენერა & ნეპტუნი
სტიქია – მიწა/ჰაერი/ცეცხლი
ვიბრაცია – ციფრი 1

აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *